Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა დღეს


პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა დღეს სთხოვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს, შეაჩეროს, მისი სიტყვებით, ”ხოცვა-ჟლეტა” პალესტინელთა ტერიტორიებზე.

პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა დღეს სთხოვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს, შეაჩეროს, მისი სიტყვებით, ”ხოცვა-ჟლეტა” პალესტინელთა ტერიტორიებზე.
არაფატის წარმომადგენლის თქმით, პაუელი ტელეფონით ესაუბრა დღეს არაფატს – ერთი დღის შემდეგ, მას მერე, რაც პრეზიდენტმა ბუშმა გამოაცხადა, რომ საგანგებო წარგზავნილი ენტონი ზინი მომავალ კვირაში ახლო აღმოსავლეთში დაბრუნდება. იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის არიე მეკელის თქმით, ისრაელს იმედი აქვს, რომ ზინი შეძლებს ბოლო მოუღოს 18 თვის წინ დაწყებულ შეტაკებებს. [მეკელის ხმა] ”ჩვენ მივესალმებით გენერალ ზინის ვიზიტს. გენერალი ზინი მეგობარია და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ იგი საბოლოოდ შეძლებს პალესტინელების დარწმუნებას, რომ ბოლო მოეღოს ტერორის ამ ტალღას, რომელიც მათ წამოიწყეს 18 თვის წინ არაფატის ხელმძღვანელობით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ზინი შეძლებს ამის შეწყვეტას” – განაცხადა მეკელმა. დღეს სულ ცოტა 47 პალესტინელი იქნა მოკლული ისრაელის სამხედროთა მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად. დაიღუპა აგრეთვე 6 ისრაელი. ეს ყველაზე სისხლიანი დღეა უკვანაკნელი 17 მანძილზე.
XS
SM
MD
LG