Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიმბაბვეში, უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში, დაიწყო


ზიმბაბვეში, უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში, დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები.

ზიმბაბვეში, უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში, დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები.
პრეზიდენტის პოსტს ერთმანეთს ეცილებიან სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური რობერტ მუგაბე, რომელსაც ეს თანამდებობა 22 წელია, უკავია, და დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი მორგან ტსვანგირაი. მიღებული ცნობების თანახმად, ბევრ საარჩევნო უბანთან დიდი რიგები წარმოიქმნა: ვიდრე თავიანთ კანდიდატს ხმას მისცემდნენ, ამომრჩევლებს საათობით უწევდათ ლოდინი. ოპოზიციონერი კანდიდატი მორგან ტსვანგირაი კენჭისყრის კიდევ ერთი-ორი დღით გაგრძელებას მოითხოვს, აცხადებს რა, რომ მის მომხრეებს ხმის მიცემის საშუალება არ ეძლევათ. კენჭისყრის პირველ შედეგებს ორშაბათისთვის ელიან.
XS
SM
MD
LG