საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის თედო ჯაფარიძის დანიშვნას პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ “საუკეთესო და მიზანშეწონილი” არჩევანი უწოდა.
პრეზიდენტის თქმით, თედო ჯაფარიძემ სერიოზული წვლილი შეიტანა აშშ-თან განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ დასძინა, რომ დიდი ხანი “აკვირდებოდა” თედო ჯაფარიძეს, რომელმაც ჯერ კიდევ სახელმწიფოს მეთაურის აპარატში მუშაობისას გამოამჟღავნა “მაღალი პროფესიონალის თვისებები”. გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე თედო ჯაფარიძის დანიშვნის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ გასულ კვირაში მიიღო. მანამდე ეს პოსტი ეკავა ნუგზარ საჯაიას, რომელმაც 25 თებერვალს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.