Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური სოხუმი აცხადებს, რომ მოეპოვება


ოფიციალური სოხუმი აცხადებს, რომ მოეპოვება ინფორმაცია კოდორის ხეობაში ქართული სამხედრო კონტინგენტის ზრდის შესახებ.

ოფიციალური სოხუმი აცხადებს, რომ მოეპოვება ინფორმაცია კოდორის ხეობაში ქართული სამხედრო კონტინგენტის ზრდის შესახებ.
“იმის ნაცვლად, რომ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების შესაბამისად კოდორიდან რეგულარული ნაწილები გაიყვანონ, თბილისს იქ დამატებითი ძალები შეჰყავს”, უთხრა პრაიმ-ნიუსს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გივი აგრბამ. მისი თქმით, ამის თაობაზე ინფორმირებული არიან გაეროს დამკვირვებლები, რომლებიც ვერ ახერხებენ პატრულირების აღდგენას კოდორის ხეობაში იქ ქართული არმიის შენაერთების ყოფნის გამო. აფხაზთა არმია მზად არის საკადრისი პასუხისათვის, თუ კოდორის ხეობიდან აფხაზეთის ტერიტორიის სიღრმეში შეჭრის მცდელობა განხორციელდება, თქვა გივი აგრბამ. გასული წლის ოქტომბერში კოდორის ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ რეგიონში სამასამდე სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა.
XS
SM
MD
LG