Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ


ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინის მოგზაურობა დღეს იემენში ვიზიტით გაგრძელდა.

ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინის მოგზაურობა დღეს იემენში ვიზიტით გაგრძელდა.
ჩეინი სანაში შეხვდა იემენის პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰს, რომლის თქმით მხარეებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უმნიშვნელოვანეს ამოცანად აღიარეს და მის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. სალეჰთან შეხვედრის შემდეგ ჩეინი ომანში გაემგზავრა. გუშინ ჩეინიმ ეგვიპტეში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და იემენი თანამშროლობენ ამ ქვეყანაში ალ-ყაიდის მეომრების გადაჯგუფებს აღსაკვეთად. იემენში ჩასვლამდე ჩეინის მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთის 11 სახელმწიფოში, მოიცავდა ვიზიტებს იორდანიასა და ეგვიპტეში. ომანის შემდეგ მას მოელიან საუდის არაბეთში, ქუვეითში, ბაჰრეინში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქატარში, ისრაელსა და თურქეთში.
XS
SM
MD
LG