Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოტლანდიელმა მოსამართლეებმა უარყვეს ლოკერბის საქმეში


შოტლანდიელმა მოსამართლეებმა უარყვეს ლოკერბის საქმეში მსჯავრდებული ლიბიელი მამაკაცის სააპელაციო სარჩელი.

შოტლანდიელმა მოსამართლეებმა უარყვეს ლოკერბის საქმეში მსჯავრდებული ლიბიელი მამაკაცის სააპელაციო სარჩელი.
აბდელ ბასეთ ალ-მეგრაჰი 14 თვის წინ დამნაშავედ სცნეს 1988 წელს ავიაკომპანია ”პან ემ”–ის თვითმფრინავში ბომბის ჩადებაში. აფეთქებამ, რომელიც შოტლანდიაში, ლოკერბიზე ფრენისას მოხდა, 270 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ლიბიის დაზვერვის სამსახურის ყოფილ თანამშრომელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ხუთი შოტლანდიელი მოსამართლისაგან შემდგარი საბჭოს თავმჯდომარე ლორდ კალენმა დღეს საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება გამოაცხადა: [კალენის ხმა] ”იმ მიზეზების გამო, რომელთა შესახებ ჩვენში ერთსულოვნება სუფევს, დავასკვენით, რომ დამაჯერებელი არ არის აპელაციის არც ერთი მუხლი. შესაბამისად აპელაცია უარყოფილი იქნება, რითაც ბოლო მოეღება პროცედურას.” ალ-მეგრაჰი იმყოფება ყოფილ სამხედრო ბაზაზე ჰოლანდიაში, სადაც სასამართლო პროცესი და სააპელაციო მოსმენები გაიმართა. მას გადაიყვანენ შოტლანდიის ციხეში სასჯელის მოსახდელად.
XS
SM
MD
LG