Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ ბელგრადში სამხედრო პოლიციამ დააკავა


წუხელ ბელგრადში სამხედრო პოლიციამ დააკავა სერბიის ვიცე-პრემიერი მომჩილო პერიშიჩი.

წუხელ ბელგრადში სამხედრო პოლიციამ დააკავა სერბიის ვიცე-პრემიერი მომჩილო პერიშიჩი.
მასთან ერთად დაკავებულ იქნა ამერიკელი დიპლომატი, რომელიც 15 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. დიპლომატის ვინაობას არ ამხელენ. ვაშინგტონმა აღშფოთება გამოთქვა დიპლომატის დაკავების გამო. შესაბამისი განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა. შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა მომჩილო პერიშიჩის დაკავების გამოც. 1993-დან 1998 წლამდე პერიშიჩი იუგოსლავიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად მუშაობდა, ხოლო შარშან იანვარში სერბიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
XS
SM
MD
LG