Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ ღამით ინტენსიური შეტაკებები მოხდა


წუხელ ღამით ინტენსიური შეტაკებები მოხდა ქაშმირში, ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე.

წუხელ ღამით ინტენსიური შეტაკებები მოხდა ქაშმირში, ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე.
მხარეებმა ნაღმსატყოცნისა და ტყვიამფრქვევის ცეცხლი გაუხსნეს ერთმანეთს და, ამგვარად, დაარღვიეს ზავი, რომელიც ერთ თვეს გრძელდებოდა. ინდოეთის ჯარების წარმომადგენელმა პაკისტანის მხარეს დასდო ბრალი. ინდოეთსა და პაკისტანს შორის საზღვრის რაიონში ამჟამად მილიონამდე სამხედრო მოსამსახურეა თავმოყრილი. დაძაბულობა არ ნელდება მას მერე, რაც გასული წლის დეკემბერში ისლამისტი ექსტრემისტები დელიში თავს დაესხნენ ინდოეთის პარლამენტს. ინდოეთი ამტკიცებს, რომ ამ თავდასხმის მიღმა ისლამაბადი დგას.
XS
SM
MD
LG