Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა


იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა, რომ სერბიის ვიცე-პრემიერის, ხუთშაბათს დაკავებული მომჩილო პერიშიჩის საქმიანობას საგულდაგულოდ გამოიძიებენ.

იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა, რომ სერბიის ვიცე-პრემიერის, ხუთშაბათს დაკავებული მომჩილო პერიშიჩის საქმიანობას საგულდაგულოდ გამოიძიებენ.
პერიშიჩი ეჭვმიტანილია ჯაშუშობაში. კოშტუნიცას თქმით, შესწავლის საგნად უნდა იქცეს, აგრეთვე, სამხედრო კონტრდაზვერვის ქმედება. პერიშიჩი ამ უწყების თანამშრომლებმა დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულ იქნა ამერიკელი დიპლომატი ჯონ დევიდ ნეიბორი, რომელიც 15 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ვაშინგტონმა აღშფოთება გამოთქვა დიპლომატის დაკავების გამო. 1993-დან 1998 წლამდე მომჩილო პერიშიჩი იუგოსლავიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად მუშაობდა, ხოლო შარშან იანვარში სერბიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
XS
SM
MD
LG