Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიურ მხარეში, დღეს


ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიურ მხარეში, დღეს მოკლეს ესპანეთის სოციალისტური პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი ხუან პრიედე პერესი.

ესპანეთში, ბასკეთის ავტონომიურ მხარეში, დღეს მოკლეს ესპანეთის სოციალისტური პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი ხუან პრიედე პერესი.
ორმა უცნობმა პირმა იგი ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ორიოს ბარში მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით. გუშინ ესპანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ბილბაოსთან, პოლიციამ დააპატიმრა ხუთი ადამიანი, რომლებიც ბასკ სეპარატისტთა ორგანიზაცია ეტასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულთაგან ოთხი მამაკაცია და ერთი – ქალი.ევროპის კავშირი ეტას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. 1968 წლიდან მოყოლებული ბასკმა სეპარატისტებმა 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.
XS
SM
MD
LG