Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშედეგოდ დამთავრდა ისრაელისა და პალესტინელთა


უშედეგოდ დამთავრდა ისრაელისა და პალესტინელთა თვითმმართველობის უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა მოლაპარაკება,

უშედეგოდ დამთავრდა ისრაელისა და პალესტინელთა თვითმმართველობის უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა მოლაპარაკება,
რომლის მიზანი საზავო შეთანხმების მიღწევა იყო. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ცნობით, მხარეთა შემდეგი შეხვედრა კვირას მოეწყობა. მოლაპარაკებაში მონაწილეობს აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ენტონი ზინი. დღეს დილით იგი პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელს იასირ არაფატს შეხვდა. დღესვე მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ერთ-ერთ სამხედრო საგუშაგოზე თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი განახორციელა. აფეთქების შედეგად მხოლოდ თვითონ ტერორისტი დაიღუპა. მსუბუქად დაიჭრა ერთი ისრაელი ჯარისკაცი. გუშინ იერუსალიმის ცენტრში მომხდარი ანალოგიური ტერაქტის შედეგად დაიღუპა 3, ხოლო დაიჭრა 60-ზე მეტი ისრაელი მოქალაქე. აფეთქების მოწყობისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ სახელწოდებით “ალ აქსას წამებულთა ბრიგადები”, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დღეს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა.
XS
SM
MD
LG