Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში უდიდესი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა


ბოსნიაში უდიდესი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს გადაწყვიტეს ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანონ ცვლილებები,

ბოსნიაში უდიდესი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს გადაწყვიტეს ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანონ ცვლილებები,
რომლებიც თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფს ბოსნიელ ხორვატებს, მუსულმანებსა და სერბებს. 1992-95 წლების ომის შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფო შედგება ორი, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი წარმონაქმნისგან – მუსულმანურ-ხორვატული ფედერაციისა და სერბების რესპუბლიკისგან. ბოსნიის კონსტიტუციის ახალი ცვლილებების მიზანია შეასუსტოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური პრინციპის მიხედვით არსებული დაყოფა. შეთანხმება ძალაში შევა, თუკი მას რატიფიცირებას გაუკეთებს ბოსნიის ერთიანი პარლამენტი. კენჭისყრის ზუსტი თარიღი ჯერ არ დადგენილა.
XS
SM
MD
LG