Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყს ურთიერთობების სრული ნორმალიზება სურს


ერაყს ურთიერთობების სრული ნორმალიზება სურს ქუვეითთან, - განაცხადა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჯი საბრიმ.

ერაყს ურთიერთობების სრული ნორმალიზება სურს ქუვეითთან, - განაცხადა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაჯი საბრიმ.
ქუვეითის გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში საბრიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყის ხელისუფლება პატივს სცემს ქუვეითის სუვერენიტეტს და ცდილობს, არ განმეორდეს 1990-91 წლების მოვლენები. ეს ერაყის ოფიციალური პირის ამ ტიპის პირველი განცხადებაა სპარსეთის ომის შემდგომი თორმეტწლიანი პერიოდის მანძილზე. გარდა ამისა, საუდის არაბეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი გამოხატა ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა იზათ იბრაჰიმ ალ-დოურიმ. ბეირუთში, არაბული ქვეყნების სამიტის დახურვისას, ხუთშაბათს, დოურის მეგობრული შეხვედრა ჰქონდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც აბდულასთან.
XS
SM
MD
LG