Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ადგილობრივმა პოლიციამ შეერთებული შტატების


პაკისტანში ადგილობრივმა პოლიციამ შეერთებული შტატების სპეცსამსახურების დახმარებით მოახერხა დაეკავებინა 30 ექსტრემისტი,

პაკისტანში ადგილობრივმა პოლიციამ შეერთებული შტატების სპეცსამსახურების დახმარებით მოახერხა დაეკავებინა 30 ექსტრემისტი,
მათ შორის ”ალ ყაიდის” მებრძოლები და თალიბები, რომლებმაც ავღანეთიდან შეაღწიეს ქვეყანაში. ოპერაცია ოთხშაბათს ღამით ჩატარდა ქალაქებში ფაისალაბადსა და ლახორში. დაკავებულთა შორის არაბული ქვეყნების მოქალაქეები არიან. ოპერაციის მსვლელობისას ატყდა სროლა, რომლის დროსაც ერთი პოლიციელი დაიჭრა და დაიღუპა ერთი იმათგანი, ვის დაკავებასაც ცდილობდნენ. ზოგიერთი მონაცემით, დაკავებულთა შორის არიან ისინიც, ვინც ამას წინათ ისლამაბადში თავს დაესხა პროტესტანტულ ეკლესიას. ამ ტერაქტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ამერიკელი დიპლომატის ცოლი და ქალიშვილი.
XS
SM
MD
LG