Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს,
რომ კარგად გაითვალისწინოს რამალაში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შესაძლო შედეგები. მაგრამ ამავე დროს მან კრიზისის გამწვავება პალესტინელთა მიერ ჩადენილი ტერაქტებით ახსნა. [პაუელის ხმა] ”ჩვენ ნათლად ვთქვით და კვლავ ვუმეორებთ ამას პალესტინის ავტონომიის ლიდერს, იასირ არაფატს, რომ იმოქმედოს. იმოქმედოს იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ ტერაქტებისთვის და გააგებინოს პალესტინელ ხალხს, რომ ტერორი და ძალადობა უნდა შეწყდეს”, განაცხადა პაუელმა. გარდა ამისა, პაუელის თქმით, მან მიიღო ისრაელის მხრიდან პირობა, რომ არაფატს არაფერს დაუშავებენ.
XS
SM
MD
LG