Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთში ამერიკელმა სამხედროებმა გაანადგურეს


აღმოსავლეთ ავღანეთში ამერიკელმა სამხედროებმა გაანადგურეს იარაღისა და ტყვია-წამლის ვეებერთელა საწყობები, რომლებიც თალიბებსა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლებს ეკუთვნოდა.

აღმოსავლეთ ავღანეთში ამერიკელმა სამხედროებმა გაანადგურეს იარაღისა და ტყვია-წამლის ვეებერთელა საწყობები, რომლებიც თალიბებსა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლებს ეკუთვნოდა.
როგორც ამერიკის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, საწყობებს მიაკვლიეს შაჰ-ე-ქოთის ხეობაში, სადაც ამას წინათ ცხარე ბრძოლები გაიმართა. დღესვე ქაბულში გამოცხადდა, რომ უკვე გარკვეულია ავღანური ტომების უხუცესთა საბჭოს – ”ლოია- ჯირღას” ყრილობის დღის წესრიგი. ივნისში ”ლოია-ჯირღამ წლინახევრის ვადით უნდა აირჩიოს ავღანეთის გარდამავალი მთავრობა, რომელიც 22 ივნისს შეუდგება საქმიანობას, როცა ამჟამინდელ დროებით ადმინისტრაციას ამოეწურება ვადა.
XS
SM
MD
LG