Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და საქართველოს უშიშროების უშიშროების


რუსეთისა და საქართველოს უშიშროების უშიშროების საბჭოს მდივნების: ვლადიმირ რუშაილოსა და თედო ჯაფარიძის შეხვედრა ”განსაკუთრებით კონსტრუქციული” იყო.

რუსეთისა და საქართველოს უშიშროების უშიშროების საბჭოს მდივნების: ვლადიმირ რუშაილოსა და თედო ჯაფარიძის შეხვედრა ”განსაკუთრებით კონსტრუქციული” იყო.
ამის შესახებ საქართველოს უშიშროების მდივანმა განუცხადა დღეს რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. ”ჩვენ არცერთი მწვავე საკითხისათვის არ აგვივლია გვერდი, აფხაზეთის პრობლემის, პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების, ეკონომიკურ, კერძოდ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხთა ჩათვლით”-განაცხადა თედო ჯაფარიძემ. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრის მიზანი იყო არა მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, არამედ მათი გადაჭრის გზების მოძიებაც. უპასუხა რა ერთ-ერთი კორესპონდენტის შეკითხვას, ჯაფარიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების შექმნის საკითხი არ წამოჭრილა და არცაა დაგეგმილი. მისივე თქმით, არ იგეგმება ასევე ერთობლივი ქართულ-ამერიკული ანტიტერორისტული ოპერაცია.
XS
SM
MD
LG