Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ


აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ ნადარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ტყვარჩელის ტერიტორიაზე შემჩნეულია რუსული სპეცდანაყოფები და იარაღის კონცენტრაცია.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ ნადარეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ტყვარჩელის ტერიტორიაზე შემჩნეულია რუსული სპეცდანაყოფები და იარაღის კონცენტრაცია.
ნადარეიშვილის თქმით, თუ საქართველოს კოდორიდან ჯარებს გაიყვანს, დაკარგავს არა მარტო კოდორის ხეობას, არამედ რუსეთს მისცემს საშუალებას, აფხაზეთის ტერიტორია გაავსოს ჯარებითა და ტექნიკით, რომელსაც მოსკოვი შემდეგ საქართველოზე ზეწოლისათვის გამოიყენებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო ”კავკას-პრესი” იუწყება, ნადარეიშვილი შეეხო აგრეთვე რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხს და აღნიშნა, რომ რუსების მიერ გუდაუთის სამხედრო ბაზის დახურვის მიუხედავად, ისინი დღისით აჩვენებენ იარაღის გატანის პროცესს, ღამ-ღამობით კი იქ ორჯერ მეტი იარაღი და ტექნიკა შეაქვთ.
XS
SM
MD
LG