Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზინი ოფიციალურ ვიზიტად ჩასული პირველი


ზინი ოფიციალურ ვიზიტად ჩასული პირველი პირია, რომელსაც შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა პალესტინელთა ლიდერს ამ ერთი კვირის წინ ისრაელის ჯარების მიერ არაფატის რამალის ოფისში გამოკეტვის შემდეგ.

ზინი ოფიციალურ ვიზიტად ჩასული პირველი პირია, რომელსაც შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა პალესტინელთა ლიდერს ამ ერთი კვირის წინ ისრაელის ჯარების მიერ არაფატის რამალის ოფისში გამოკეტვის შემდეგ.
არაფატის მრჩეველ ნაბილ აბუ რუდეინას თქმით, 90-წუთიანი დისკუსიის თემები იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტენეტის გეგმის, აგრეთვე მიჩელის მიერ შემუშავებული, სამშვიდობო პროცესის განახლების გეგმის განხორციელების გზები. ეს შეხვედრა მოჰყვა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გუშინდელ მოწოდებას ისრაელისადმი, უკან დაიხიოს ახლად დაპყრობილი ტერიტორიებიდან. დღეს კი გაეროს უშიშროების საბჭომ გაიმეორა მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ისრაელის ჯარების გასვლას პალესტინელთა ქალაქებიდან. გარდა ამისა უშიშროების საბჭო მიემხრო ვაშინგტონის ინიციატივას, ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის მივლინების შესახებ. ასევე დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ჯარებმა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ტუბასში მოკლეს გასამხედროებული დაჯგუფება ”ჰამასის” 6 წევრი, მათ შორის ექსტრემისტთა ერთ-ერთი ლიდერი, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. ისრაელის მიერ გავრცელებული ცნობით, ლაპარაკია კეის ოდვანზე, რომლის ხელშეწყობით გასულ კვირაში მოხდა აფეთქება ებრაელთა დღესასწაულზე – ამ თავდასხმამ 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გუშინდლიდან მოყოლებული ბრძოლებში სულ ცოტა 20 პალესტინელი დაიღუპა. ასევე პარასკევს ლიბანში ისრაელის ჯარებმა და საჰაერო ძალებმა ცეცხლი დაუშინეს გასამხედროებული მოძრაობა ”ჰესბოლას” პარტიზანებს, რომლებმაც იერიში წამოიწყეს ისრაელის საგუშაგოებზე ტერიტორიული უთანხმოების გამომწვევ შებაას რაიონში.ჯარების უკან დახევისაკენ გაეროსა და შეერთებული შტატების მოწოდების საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბინიამინ ბელ-ელიეზერმა დღეს გამოაცხადა, რომ ისრაელი დაასრულებს დაწყებულ ოპერაციას. ისრაელის სამხედრო ლიდერები აცხადებენ აგრეთვე, რომ მათი ჯარების იერიშმა შეასუსტა პალესტინელების მიერ თვითმკვლელთა თავდასხმების მოწყობის უნარი.
XS
SM
MD
LG