Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მაისის პირველ კვირაში გაიმართება


პაკისტანში მაისის პირველ კვირაში გაიმართება რეფერენდუმი პრეზიდენტის პოსტზე ფერვეზ მუშარაფის დარჩენის საკითხზე

პაკისტანში მაისის პირველ კვირაში გაიმართება რეფერენდუმი პრეზიდენტის პოსტზე ფერვეზ მუშარაფის დარჩენის საკითხზე
ამის შესახებ გამოაცხადა პრეზიდენტმა მუშარაფმა, რომლის განმარტებით, რეფერენდუმით გამიზნულია პაკისტანში – მისი სიტყვებით - ”ნამდვილი დემოკრატიის” დამკვიდრება. მან საარჩევნო კომისიას დაავალა რეფერენდუმის თარიღის შერჩევა, აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენისათვის ტექსტის შედგენა. მუშარაფი ხელისუფლების სათავეში ჩადგა 1999 წლის ოქტომბრის სამხედრო გადატრიალების შედეგად, მაგრამ მოგვიანებით თანხმობა განაცხადა 3-წლიან პერიოდში დემოკრატიული მმართველობის აღდგენაზე. ოქტომბერში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები და პარლამენტი სახელმწიფოს მეთაურს ირჩევს. როგორც მუშარაფმა აღნიშნა, ის პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრებსა და ორი წამყვანი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელებს, ბენაზირ ბჰუტოსა და ნავაზ შარიფს არ მისცემს პაკისტანში დაბრუნებისა და არჩევნებში ჩართვის უფლებას.
XS
SM
MD
LG