Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა
ერთობლივ პრესკონფერენციაზე დღეს ტეხასის შტატის ქალაქ კროუფორდში განაცხადეს, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა ბოლო მოეღოს შეიარაღებულ კონფლიქტს ისრაელსა და პალესტინელებს შორის. ბუშმა და ბლერმა მოუწოდეს ისრაელს დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარი პალესტინელთა ტერიტორიებიდან. ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ არაბულმა ქვეყნებმა და პალესტინელთა ხელმძღვანელობამ უნდა შეიგნონ, რომ თვითმკვლელი ტერორისტები თავიანთი ქმედებით, პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების შესაძლებლობას უთხრიან ძირს. ბუშმა და ბლერმა აღნიშნეს ამასთანავე, რომ მხარს უჭერენ ამგვარი სახელმწიფოს დაარსებას.
XS
SM
MD
LG