Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები უნგრეთში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანხმად, ოპოზიციურ სოციალისტურ პარტიას უმნიშვნელო უპირატესობა აქვს.



არჩევნების პირველ რაუნდში სოციალიტებმა ხმების 42 პროცენტი მიიღეს; პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის უნგრეთის სამოქალაქო პარტია “ფიდეჟმა” კი 41 პროცენტი.

სოციალისტური პარტიის ლიდერმა პეტერ მედიესიმ კვირა საღამოს გამოთქვა რწმენა, რომ 21 აპრილს, არჩევნების მეორე რაუნდში მისი პარტია ამომრჩევლის კიდევ უფრო დამაჯერებელ მხარდაჭერას მიიღებს.

ლიბერალურმა თავისუფალ დემოკრატთა პარტიამ, რომელმაც მიანიშნა, რომ სოციალისტებთან კოალიციაში შევა, 5,6 პროცენტით გადალახა პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5-პროცენტიანი ბარიერი. ხოლო ექსტრემისტულმა “სამართლისა და სიცოცხლის” პარტიამ მხოლოდ 4,4 პროცენტი მოაგროვა და პარლამენტში ვერ მოხვდა. ეს პარტია არჩევნებში მთავრობასთან თანამშრომლობდა, რამაც საზოგადოებაში დიდი დავა გამოიწვია.

მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯოვს არჩევნებში, უნგრეთი მისი ხელძღვანელობით შევა ევროპის კავშირში, რაც 2004 წლისთვის არის დაგეგმილი.

არჩევნებში ხმის უფლების მქონეთა 71-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ეს ყველაზე მასიური მონაწილეობაა კომუნიზმის დაცემის შემდეგ.

1998 წელს სამოქალაქო პარტიამ რამდენიმე ცენტრიტულ-მემარჯვენე პარტიასთან ერთად დაამარცხა სოციალიტები. მას შემდეგ ეს პარტიები ან დაიშალა, ან შეუერთდა მმართველ “ფიდეჟს”. ამჟამად ორბანი არ გამორიცხავს კოალიციას ექსტრემისტ მემარჯვენე პარტიასთან, რაც ზოგიერთის აზრით, კატასტროფული იქნება ქვეყნისთვის

პრემიერ-მინისტრობის სოციალიტმა კანდიდატმა მედიესიმ კვირას განაცხადა, რომ დაიწყებს კოალიციურ მოლაპარაკებებს თავისუფალ დემოკრატებთან.

თუ სოციალიტები საბოლოოდ გაიმარჯვებენ, ეს ნიშნავს, რომ უნგრეთში, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ხელისუფლებაში პირველად დაბრუნდება მმართველობის გამოცდილების მქონე პარტია.
XS
SM
MD
LG