Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე


ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ბოლო დროს პანკისის ხეობაში სიტუაცია შედარებით უფრო წყნარი და სტაბილური გახდა, თუმცა რამოდენიმე ათეული საეჭვო პირი მაინც დარჩა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ბოლო დროს პანკისის ხეობაში სიტუაცია შედარებით უფრო წყნარი და სტაბილური გახდა, თუმცა რამოდენიმე ათეული საეჭვო პირი მაინც დარჩა.
როგორც პრაიმ-ნიუსს განუცხადა არეშიძემ, ხეობაში ჯერ კიდევ იმყოფება 4-5 არაბი, რომლებიც სხვადასხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, თუმცა მათი საქმიანობა საფუძვლიანად არის შესასწავლი. ექსპერტის თქმით, პანკისის ხეობაში სიტუაციის განეიტრალებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამერიკელების სავარაუდო გამოჩენის საკითხმა, რამაც ძალიან ბევრი საეჭვო პირი შეაშინა და ხეობა დაატოვებინა. მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სამართალდამცავ სტრუქტურებში განხორციელებულმა საკადრო ცვლილებებმა, რასაც შედეგად მოყვა თბილისსა და პანკისის ხეობას შორის არსებული კრიმინალური კავშირების გაწყვეტა.
XS
SM
MD
LG