Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა გამოაცხადა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა გამოაცხადა, რომ პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება,

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა გამოაცხადა, რომ პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება,
მან თქვა, რომ აშშ-მ და ევროპის კავშირმა არ უნდა გაუკეთოს ზეწოლა მის ქვეყანას, რადგან ისრაელი ტერორიზმისგან თავისი მოქალაქების დაცვას ცდილობს. შარონმა თქვა, რომ თუკი კოლინ პაუელი პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს შეხვდება, ტრაგიკულ შეცდომას დაუშვებს.
თვითონ პაუელმა არაფატთან დაკავშირებით შემდეგი თქვა:[პაუელის ხმა] “მჯერა, რომ მნიშვნელოვანია არაფატთან ჩემი შეხვედრა. ის არის პალესტინელთა ლიდერი, ყველას, ვისაც კი ვესაუბრე გასულ დღეებში, არაბებსა და პალესტინელებს, სჯერათ, რომ ის არის პარტნიორი, ვისაც ისრაელი ამ შემთხვაში უნდა მოელაპარაკლოს.”
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა პირადად გააკრიტიკა ისრაელის ქმედება, მისი თქმით პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელმა ჰუმანიტარული, ადამინის უფლებების მხრივ კრიტიკული სიტუაცია შექმნა.

XS
SM
MD
LG