Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა,

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა,
რომ დღეს იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტი შეიძლება გახდეს პალესტინელთა ლიდერთან იასირ არაფატთან სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის შეხვედრის გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი. შეხვედრა ხვალისთვისაა დაგეგმილი.
მომხდარი მკაცრად დაგმო პრეზიდენტმა ბუშმა და არაფატისგან ტერორიზმის ალაგმვის ზომები მოითხოვა.
იერუსალიმში დღეს თვითმკვლელმა ქალმა ააფეთქა ბომბი, რასაც სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 50 დაიშავდა. მომხდარი “ალ აქსას წამებულთა ბრიგადამ” იკისრა.
გააკრიტიკეს ისრაელის ქმედებაც. ევროპის საგარეო საქმეთა კომისარმა კრის პატენმა თქვა, რომ ისრაელი თავისი ოპერაციით არღვევს საერთაშორისო სამართალს და კონვენციებს. მან დაგმო ისრაელის ჯარის მიერ პალესტინელთა თვითმმართველობის ინსტიტუტების სისტემატური განადგურება.
XS
SM
MD
LG