Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა დღეს სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარის მახლობლად.

სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და კიდევ რამდენიმე დაიჭრა დღეს სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარის მახლობლად.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. მის ცნობაში ნათქვამია, რომ იარაღისა და ტყვია-წამლის საწყობში მიმდინარე სამუშაოების დროს აფეთქება მოხდა. აფეთქებას პენტაგონი “უბედურ შემთხვევას” უწოდებს. ბოლო ორი დღის მანძილზე ანტიტერორისტული კოალიციის ძალებსა და ავღანეთის სამთავრობო ჯარის შენაერთებს რამდენიმეჯერ დაესხნენ თავს. გარდა ამისა, ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქ ხოსტის აეროპორტს.
XS
SM
MD
LG