Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს განაცხადა, რომ მისი მოლაპარაკებები ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერებთან წარმატებული იყო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს განაცხადა, რომ მისი მოლაპარაკებები ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერებთან წარმატებული იყო.
მაგრამ, მისი თქმით, შეიძლება საზავო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ გამართოს რეგიონიდან გამგზავრებამდე. პაუელი ხვალ დატოვებს ახლო აღმოსავლეთს. პაუელი სამჯერა შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს მას მერე, რაც ხუთშაბათს ჩავიდა ახლო აღმოსავლეთში. უკან გამგზავრებამდე იგი მეორედ შეხვდება პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს. შარონი დაჰპირდა პაუელს, რომ ნაწილობრივ გაიყვანს ჯარებს პალესტინელთა ტერიტორიებიდან, მაგრამ არ შეწყვეტს იერიშს, რომელიც უკვე 18 დღე გრძელდება. პალესტინელთა ლიდერების თქმით, კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია ისრაელის არმიის იერიშის პირობებში.

XS
SM
MD
LG