უკრაინის ხელისუფლებამ შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებს არ დართო ნება გაცნობოდნენ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებულ მასალებს.
როგორც კიევში ამერიკის საელჩო იტყობინება, ”ეფ-ბი-აის” ექსპერტებს, რომლებიც საგანგებოდ მიიწვიეს გამოძიებაში დახმარებისთვის, იმ ადგილის გაცნობის უფლებაც კი არ მისცეს, სადაც აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობენ, მოკლული ჟურნალისტის გვამი. ღონღაძე 2000 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. თავის მასალებში იგი მწვავედ აკრიტიკებდა პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას პოლიტიკას.