Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის პარლამენტში დაიწყო მსჯელობა შეთანხმებაზე


იუგოსლავიის პარლამენტში დაიწყო მსჯელობა შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს იუგოსლავიის ნაცვლად ახალი კავშირის შექმნას

იუგოსლავიის პარლამენტში დაიწყო მსჯელობა შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს იუგოსლავიის ნაცვლად ახალი კავშირის შექმნას
და მისთვის ”სერბიისა და ჩერნოგორიის” დარქმევას. ფედერალურმა, აგრეთვე სერბიისა და ჩერნოგორიის ხელმძღვანელებმა 14 მარტს მოაწერეს ხელი შეთანხმებას ამჟამინდელი ფედერაციისათვის სახის შეცვლის შესახებ, რის შემდეგაც შეთანხმება რატიფიცირებულ იქნა სერბიისა და ჩერნოგორიის პარლამენტებში. როგორც იუგოსლავიის პრეზიდენტმა, ვოისლავ კოშტუნიცამ დღეს აღნიშნა, შეთანხმებით ბოლო მოეღო ”იუგოსლავიის დეზინტერგაციას”. მანვე იუგოსლავიის პარლამენტს შეთანხმების დამტკიცებისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG