Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური ინფორმაციით, მილანის ცენტრში აღმართულ


ოფიციალური ინფორმაციით, მილანის ცენტრში აღმართულ 30-სართულიან შენობაში თვითმფრინავის შეჭრა, სავარაუდოდ, ავარია იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, მილანის ცენტრში აღმართულ 30-სართულიან შენობაში თვითმფრინავის შეჭრა, სავარაუდოდ, ავარია იყო.
როგორც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კლაუდიო სკაიოლამ აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მომცრო, ე.წ. ”ტურისტული თვითმფრინავის” პილოტი, რომლის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, დაჯახებამდე ცოტა ხნით ადრე ტექნიკური პრობლემების შესახებ იუწყებოდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ პილოტი, შესაძლოა, ვეღარ აკონტროლებდა თვითმფრინავს, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოდან აფრინდა. მილანის მუნიციპალური მთავრობის ხემლძღვანელის მოადგილე, პიერ ჯანი პროსპერინის განცხადებით, ავარიამ 3 ადამიანის, მათ შორის პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია სულ ცოტა 15 ადამინი. თვითმრინავი დაეჯახა შენობის 25-ე სართულს, სადაც ლომბარდიის რეგიონული მთავრობაა განთავსებული. როგორც პოლიცია იუწყება, დაზიანდა დაჯახების ადგილის უშუალოდ მიმდებარე ზედა და ქვედა სართულები, მაგრამ მოხერხდა ხანძრის მოკლე დროში ჩაქრობა.
XS
SM
MD
LG