Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაისის დამდეგს ყოფილი “მერვე პოლკის”


მაისის დამდეგს ყოფილი “მერვე პოლკის” ტერიტორიაზე შინაგანი ჯარების სასწავლებელი გაიხსნება.

მაისის დამდეგს ყოფილი “მერვე პოლკის” ტერიტორიაზე შინაგანი ჯარების სასწავლებელი გაიხსნება.
ამის შესახებ, შინაგანი ჯარების სარდალ გიორგი შერვაშიძეზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. შერვაშიძის თქმით, სასწავლებლის გახსნას ითვალისწინებს პროგრამა, რომელსაც საქართველოში უკვე მესამე წელია ახორციელებს თურქეთის ჟანდარმერია. გარდა ამისა, თურქეთის ჟანდარმერია შინაგან ჯარს ეხმარება ერთი ასეულის მომზადებაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად იქნება გამოყენებული. როგორც შერვაშიძე აცხადებს, შინაგანი ჯარი ჯერჯერობით არ მონაწილეობს საქართველო-ამერიკის პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების მომზადებას ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის. თუმცა, შერვაშიძე არ გამორიცხავს, რომ ამ პროგრამაში შინაგანი ჯარიც ჩაერთოს.
XS
SM
MD
LG