Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი უკმაყოფილოა პროცესით, რომელზეც


ისრაელის პრემიერ-მინისტრი უკმაყოფილოა პროცესით, რომელზეც პალესტინელების სამხედრო სასამართლომ განაჩენები გამოუტანა ოთხ პალესტინელს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი უკმაყოფილოა პროცესით, რომელზეც პალესტინელების სამხედრო სასამართლომ განაჩენები გამოუტანა ოთხ პალესტინელს.
არიელ შარონის სიტყვებით, ისრაელი პალესტინელებისაგან მოითხოვს ტურიზმის მინისტრ რეჰავამ ზეევის მკვლელების ექსტრადიციას, რათა ისინი ისრაელის სასამართლოს წინაშე წარდგნენ. 1993 წლის სამშვიდობო შეთანხმებით, ისრაელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს პალესტინელების ექსტრადიცია, თუ ისინი სასჯელს პალესტინელების ციხეებში იხდიან. შარშან ოქტომბერში ზეევის მკვლელობის პასუხისმგებლობა იკისრა ორგანიზაცია ”პალესტინის გათავისუფლების” რადიკალურმა დაჯგუფებამ, ”სახალხო ფრონტმა”, რომელმაც ზეევის მოკვლა ისრაელის მიერ ”სახალხო ფრონტის” რამდენიმე წევრის დახოცვის საპასუხო ნაბიჯად გამოაცხადა. პალესტინელების სამხედრო სასამართლომ დღეს განაჩენები გამოუტანა ”სახალხო ფრონტის” ოთხ წევრს - განაჩენები სხვადასხვა ვადით (1-დან 18-მდე წლამდე) თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იუწყებიან აგრეთვე, რომ დღეს შარონს იერუსალიმში შეხვდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, ხავიერ სოლანა და მიგელ ანხელ მორატინოსი, რომლებიც გუშინ პალესტინელების ლიდერს, იასირ არაფატს მოელაპარაკნენ. ცნობების თანახმად, წუხელ და დღეს დილით ისრაელის ჯარისკაცებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში შეტაკებებისას სულ ცოტა 10 პალესტინელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG