Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის დელეგაცია გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს


ისრაელის დელეგაცია გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდება მათთან ჯენინში მომხდარის გამომძიებელ მისიაზე მოსალაპარაკებლად.

ისრაელის დელეგაცია გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდება მათთან ჯენინში მომხდარის გამომძიებელ მისიაზე მოსალაპარაკებლად.
დელეგაცია, რომელსაც ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში მომხდარის გამოძიება ევალება, ჟენევაშია შეკრებილი და, გეგმის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში შაბათს უნდა ჩავიდეს. ისრაელის წარმომადგენლები მოითხოვენ გაეროს დელეგაციის მიერ მხოლოდ ჯენინის ბანაკში ჩატარებული ოპერაციის გამოძიებას, აგრეთვე დელეგაციაში მეტი სამხედრო ესქპერტის შეყვანას. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა, დანი შეკმა აღნიშნა, ისრაელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დელეგაციის ”სათანადო შემადგენლობას”, რათა მან შეძლოს ჯენინში მომხდარზე მითქმა-მოთქმის უსაფუძვლობის დამტკიცება. ხოლო ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ შიმონ პერესის განცხადებით, დელეგაციის საანგარიშო მოხსენებაში უნდა ჩართონ მხოლოდ ფაქტები და არა დასკვნები. შეგახსენებთ, რომ პალესტინელების განცხადებით, ისრაელმა ლტოლვილთა ბანაკში ასობით ადამიანი დახოცა. ისრაელი უარყოფს ამ ბრალდებას და ირწმუნება, რომ დაღუპნენ 48 პალესტინელი და ისრაელის 23 ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG