Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთი გერმანიის ქალაქ ერფურტში გიმნაზიაში


აღმოსავლეთი გერმანიის ქალაქ ერფურტში გიმნაზიაში შეჭრილმა ორმა შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა 17 ადამინი მოკლა და ექვსი დაჭრა.

აღმოსავლეთი გერმანიის ქალაქ ერფურტში გიმნაზიაში შეჭრილმა ორმა შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა 17 ადამინი მოკლა და ექვსი დაჭრა.
როგორც პოლიცია იტყობინება, ერთ-ერთი თავდამსხმელი ახლახან იქნა გარიცხული გიმნაზიიდან, მეორის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა. მოკლულია ორი გოგონა, 13 მასწავლებელი, სკოლის მდივანი ქალი და ერთი პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს. ეს გერმანიაში ყველაზე სისხლიანი სამოქალაქო ინციდენტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
XS
SM
MD
LG