Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები არ დაუშვებს ისრაელის


შეერთებული შტატები არ დაუშვებს ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას, განაცხადა დღეს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.

შეერთებული შტატები არ დაუშვებს ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას, განაცხადა დღეს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.
ამასთან, მან გაიმეორა, რომ ისრაელმა რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს პალესტინელთა ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა. ხუთშაბათს შედგა ბუშის შეხვედრა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე აბდულასთან, რომელმაც გააფრთხილა ამერიკის პრეზიდენტი, რომ არაბულ სამყაროსთან ვაშინგტონის ურთიერთობა საფრთხეში იმყოფება ახლო აღმოსავლეთში მუდმივი ძალადობის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა გამოაცხადა, რომ 2 მაისს შეერთებულ შტატებში ჩატარდება ახლო აღმოსავლეთისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.
XS
SM
MD
LG