Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე წინააღმდეგია იმისა, რომ


ედუარდ შევარდნაძე წინააღმდეგია იმისა, რომ 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის გამო გადაიდოს 2 ივნისისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

ედუარდ შევარდნაძე წინააღმდეგია იმისა, რომ 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის გამო გადაიდოს 2 ივნისისთვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
ასეთი კომენტარი გაუკეთა საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათის რადიოინტერვიუში პარლამენტარ ჯუმბერ პატიაშვილის ინიციატივას. პატიაშვილმა მოითხოვა, ადგილობრივი არჩევნები მომავალი წლის შემოდგომამდე გადაიდოს და არჩევნებისთვის გამოყოფილი 4 მილიონი ლარი გამოყენებულ იქნეს მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, თანხის დაზოგვა თავისთავად თითქოს კეთილშობილური განზრახვაა, მაგრამ რეალურად რაც უფრო გაჭიანურდება არჩევნების ჩატარება, მით უფრო მეტი თანხა დაიხარჯება.
XS
SM
MD
LG