Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატებისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების რამსფელდისა და ივანოვის შეხვედრა მოსკოვის აეროპორტში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი მოსკოვის აეროპორტში თავის რუს კოლეგას იგორ ივანოვს შეხვდა.

იქამდე რამსფელდი ყირგიზეთში, თურქმენეთში, ყაზახეთსა და ავღანეთში იყოფებოდა.

რუსეთი და შეერთებული შტატები ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას ბირთვული არსენალის შემცირების თაობაზე, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მაისის სამიტის წინ. მოსკოვი არ თანხმდება პენტაგონის გადაწყვეტილებაზე, კი არ გაანადგუროს გაუქმებული ბირთვული იარაღის გარკვეული რაოდენობა, არამედ შეინახოს ის საწყობებში.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა, რომელიც თან ახლდა რამსფელდს, თქვა, რომ ვაშიგტონი არ იტყვის უარს თავის გეგმაზე, რათა არ დახვდეს მოუმზადებელი საერთაშორისო პოლიტიკური სურათის მოულოდნელად შეცვლას.

დღის წესრიგში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხიც იდგა. ავღანეთში შეერთებული შტატების ანტიტერორისტულ კამპანიაში მოსკოვმა მხარი დაუჭირა ამერიკის მიერ საჰაერო ბაზების გამოყენების იდეას შუა აზიის ქვეყნებში, რომლებიც, ტრადიციულად, მის გავლენის სფეროდ ითვლება.

კვირას რამსფელდი ჩავიდა თურქმენეთში, იქიდან კი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, სადაც პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.

ყაზახეთის თავდაცვის უწყების უფროსმა მუხთარ ალთინბაევმა განაცხადა პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც რამსფელდიც ესწრებოდა, რომ ასტანა აპირებს ავღანეთის საქმეებში თავისი მონაწილეობის გაფაროებას, კერძოდ, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სფეროში. მიდინარეობს მოლაპარაკებები, რათა შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შეეძლოთ ყაზახეთის მინიმუმ ერთი საჰაერო ბაზის გამოყენება საგანგებო შემთხვევაში. ყაზახეთის საჰაერო სივრცით უკვე სარგებლობენ კოალიციის თვითმფრინავები.

რამსფელდმა თქვა, რომ ყაზახეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში.

"ჩვენ გვინდა მოვიმოქმედოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ავღანეთი ისევ არ გადაიქცეს ტერორისტების თავშესაფრადო," თქვა ამერიკის თადაცვის მინისტრმა.

თურქმენეთში, კასპიისზღვიმპირა საპორტო ქალაქ თურქმენბაშიში, რამსფელდმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვს იმისთვის, რომ მან შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს თურქმენეთის საჰაერო სივრცით სარგებლობის ნება მისცა.

როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები - მას მერე, რაც ოქტომბერში თალიბანისა და ოსამა ბინ ლადენის "ალ ყაიდის" ქსელის წინააღმდეგ ომი დაიწყო - ავღანეთში აგზავნიდა ჰუმანიტარულ დახმარებას. ავღანეთში ჩაღწეული პროდუქტების დაახლოებით ერთი მესამედი, მიდიოდა თურქმენეთის გავლით.

მაგრამ თურქმენეთში იმყობება შეერთებული შტატების ჯარების მხოლოდ მცირე ჯგუფი, რომლის ფუნქციაში შედის ჰუმანიტარული ტვირთების გადამზიდი საბარგო თვითმფრინავების საწვავით შევსება.

რამსფელდი ეწვია აგრეთვე ყირგიზეთს, რომლის მანასის აეროპორტი გადაიქცა ამერიკელების მთავარ სტრატეგიულ ბაზად ავღანეთში ბრძოლისა და მისთვის დახმარების აღმოჩენის საქმეში.
XS
SM
MD
LG