Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ დღეს


ევროკომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ დღეს დაგმო ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება

ევროკომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ დღეს დაგმო ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება
– არ დაუშვას ქვეყანაში გაეროს მისია, რომელმაც ისრაელის ჯარის ამასწინანდელი ნამოქმედარი უნდა გამოიძიოს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკ ჯენინში. პროდიმ განაცხადა ამასთანავე, რომ ჯორჯ ბუშთან შეხვედრისას ამ კვირის ბოლოს მოუწოდებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს – აიძულოს ისრაელი - დაასრულოს თავისი ჯარის გაყვანა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან. ამასობაში იუწყებიან, რომ ისრაელის ჯართან მომხდარი შეტაკებისას დღეს ღაზის სექტორში სულ ცოტა 3 პალესტინელი იქნა მოკლული. დღესვე, რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ განაცხადა, რომ თავის დესპანს მიავლენს ხვალ სამშვიდობო მისიით ახლო აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG