Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30-დე პალესტინელმა დღეს დატოვა ქრისტესშობის


30-დე პალესტინელმა დღეს დატოვა ქრისტესშობის ტაძარი ბეთლემში,

30-დე პალესტინელმა დღეს დატოვა ქრისტესშობის ტაძარი ბეთლემში,
რომელიც ოთხი კვირაა უკვე ალყაში ჰყავს მოქცეული ისრაელის ჯარს. ისრაელის სარდლობის ცნობით, ტაძრიდან გამოსულთა ნახევარი –პალესტინელი პოლიციელებია, დანარჩენი- სამოქალაქო პირები. მათ – იარაღის გარეშე დატოვეს ქრისტესშობის ტაძარი. ისრაელმა სამხედროებმა პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შემდეგ მისცეს ალყაში მყოფთ ტაძრიდან გამოსვლის ნებართვა. სხვადასხვა მონაცემებით, მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო ბეთლემში, ქრისტესშობის ტაძარში მყოფი ასიდან ორასამდე პალესტინელი აღმოჩნდა ალყაში. ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტაძარში დარჩენილთა შორის არიან ტერორისტებიც.
XS
SM
MD
LG