Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” პროტესტი


საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” პროტესტი გამოთქვა დღეს იმის გამო,

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” პროტესტი გამოთქვა დღეს იმის გამო,
რომ ირანში პატიმრობა მიუსაჯეს რეფორმისტს ჟურნალისტს. ირანის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, აიატოლა მაჰმუდ ჰაშემი-შაჰრუდისადმი გაგზავნილ ღია წერილში ხსენებული ორგანიზაცია ჟურნალისტ აჰმად ზეიდაბადისათვის გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის სასჯელის გაუქმებას მოითხოვს. ზეიდაბადი ორი წლის წინ დააპატიმრეს პირველად ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ბრალდებით და შვიდი თვის შემდეგ თავდებით გამოუშვეს. გუშინ იგი ხელმეორედ გაასამართლეს ირანის ისლამური რეჟიმის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელებისთვის. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ გასულ კვირაში ხმების უმნიშვნელო უმრავლესობით არ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ირანის ისლამური რეჟიმია გაკრიტიკებული.
XS
SM
MD
LG