Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმია არ აპირებს საქართველოში


აშშ-ის არმია არ აპირებს საქართველოში არც სამხედრო ბაზის დაფუძნებას და არც ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას.

აშშ-ის არმია არ აპირებს საქართველოში არც სამხედრო ბაზის დაფუძნებას და არც ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას.
ეს პოზიცია დღეს თბილისში კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკელმა პოლკოვნიკმა სკოტ ტაინმა. მისი განცხადების ფონია 18 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მიერ ქართველი სამხედროების ანტიტერორისტული ბრძოლისათვის მომზადების დაწყება. ეს არის პირველი ჯგუფი ამერიკელთა სულ 170-კაციანი კონტიგენტიდან, რომელიც საქართველოში დაახლოებით 1-წლიან საწვრთნელ პროგრამას ჩაატარებს. როგორც ტაინმა აღნიშნა: [ტაინის ხმა] ”რამდენადაც ვიცი, ჩვენი მთავრობის გეგმა არ ითვალისწინებს ამერიკული ჯარების ჩარევას უშიშროების საკითხებში, რომლებიც საქართველოს საშინაო პოლიტიკას უკავშირდება”.
XS
SM
MD
LG