Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ერფურტში


გერმანიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ერფურტში დღეს გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც მიეძღვნა გასულ კვირაში მომხდარ ტრაგედიას.

გერმანიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ერფურტში დღეს გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია, რომელიც მიეძღვნა გასულ კვირაში მომხდარ ტრაგედიას.
გასულ პარასკევს ერფურტის ერთ-ერთ გიმნაზიაში შეჭრილმა 19 წლის ახალგაზრდამ ცეცხლი გახსნა და 16 ადამიანი მოკლა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ათასობით ადამიანმა. მათ შორის, ქვეყნის ლიდერებმა – კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა და პრეზიდენტმა იოჰანეს რაუმ. მომხდარმა შეძრა მთელი გერმანია. ბოროტმოქმედი ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე გარიცხეს გიმნაზიიდან. მის თავდასხმას ემსხვერპლა 13 მასწავლებელი, ორი მოსწავლე გოგონა და პოლიციელი. ამის შემდეგ მან თავი მოიკლა.
XS
SM
MD
LG