Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონებში სეპარატისტებთან დადებული კომერციული გარიგებები და ხელშეკრულებები ,,დროისა და ფულის ტყუილად კარგვაა”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონებში სეპარატისტებთან დადებული კომერციული გარიგებები და ხელშეკრულებები ,,დროისა და ფულის ტყუილად კარგვაა”.
აღნიშნული განცხადება პარასკევს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ გააკეთა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტების გაყიდვის ფაქტების კომენტირებისას. მისი თქმით, ნებისმიერი მსგავსი სახის გარიგება უკანონოა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით. როდესაც სიტუაცია დარეგულირდება ყველა ამ ფაქტს შესაბამისი შეფასება მიეცემა და შედეგიც სავალალო იქნება მათთვის, ვინც ამგვარი კომერციული გარიგებებითაა დაკავებული, -განაცხადა სიხარულიძემ.
XS
SM
MD
LG