გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ დაწყებულია ირანში გახიზნული ავღანელი ლტოლვილების დაბრუნება სამშობლოში.
სააგენტოს წარმომადგენელმა მოჰამად ნურიმ რეიტერის სააგენტოს აცნობა, რომ 400-ზე მეტი ლტოლვილი დღეს დაბრუნდა ავღანეთში, ხოლო უახლოეს დღეებში გაცილებით მეტი ლტოლვილი დაუბრუნდება მშობლიურ კერას. ირანმა ორ მილიონამდე ავღანელ ლტოლვილს მისცა თავშესაფარი. გაეროს სააგენტოს დახმარებით გასულ წელს 27 000-მდე ლტოლვილი დაბრუნდა ავღანეთში.