Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით გაეროს


ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეა ხვალ საგანგებო სესიას მოიწვევს.

ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეა ხვალ საგანგებო სესიას მოიწვევს.
ასამბლეის წარმომადგენლის, იან ფიშერის ცნობით, სესიის მოწვევა გადაწყდა სუდანის განაცხადის საფუძველზე. სუდანი ამჟამად გაეროს წევრ არაბულ სახელმწიფოთა ჯგუფს თავმჯდომარეობს. საგანგებო სესიის მოწვევა აუცილებელი შეიქნა მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭომ სათანადო რეაქცია არ მოახდინა ისრაელის უარზე, დაეკმაყოფილებინა გაეროს მოთხოვნა ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში საგანგებო კომისიის შეშვების შესახებ. დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი შეხვდება ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს. ხვალ კი გაიმართება შარონის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან. დღეს დილით ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა ოთხი შეიარაღებული პალესტინელი მოკლეს. მოკლულთაგან ორი მოძრაობა “ისლამური ჯიჰადის” წევრი იყო, ხოლო ორი – “ჰამასის” ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლი. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე პალესტინელთა დასახლებულ პუნქტებში ისრაელის ჯარი განაგრძობდა მცირე მასშტაბის ოპერაციების ჩატარებას. ბეთლემის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში, 15 პალესტინელი დააპატიმრეს. ამასობაში დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკება ბეთლემის ქრისტეშობის ეკლესიისთვის ალყის მოხსნის შესახებ.
XS
SM
MD
LG