Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ამსტერდამში ოფიციალური ბრალდება წაუყენეს


დღეს ამსტერდამში ოფიციალური ბრალდება წაუყენეს ცხოველთა დაცვის მოძრაობის აქტივისტს,

დღეს ამსტერდამში ოფიციალური ბრალდება წაუყენეს ცხოველთა დაცვის მოძრაობის აქტივისტს,
რომელიც ეჭვმიტანილია ულტრამემარჯვენე ორიენტაციის ცნობილი ჰოლანდიელი პოლიტიკოსის, პიმ ფორტეინის მკვლელობაში. ვოლკერტ ვან დერ გრაფი გუშინ დააკავეს. ვარაუდობენ, რომ ექსტრემისტულ ეკოლოგიურ დაჯგუფებას, რომლის წევრიც არის იგი, კავშირი აქვს ბუნების დაცვის უწყების თანამშრომლის მკვლელობასთან. ფორტეინი, კერძოდ, მომხრე იყო ბეწვიანი ცხოველების კომერციული მიზნებით მოშენების აკრძალვის გაუქმებისა. მკვლელობა ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებამდე ცხრა დღით ადრე მოხდა. პიმ ფორტეინი ხელმძღვანელობდა ახლახან შექმნილ პოპულისტურ რადიკალურ პარტიას, რომელიც მოითხოვს ჰოლანდიაში მუსულმანური ქვეყნებიდან იმიგრაციის აკრძალვას და სოციალური ხარჯების მკვეთრად შემცირებას.
XS
SM
MD
LG