Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანამის წყნარი ოკეანის ნაპირთან აღმოაჩინეს


პანამის წყნარი ოკეანის ნაპირთან აღმოაჩინეს მე-17 საუკუნის ესპანური გალეონი ოქროსა და ვერცხლის ზოდებით.

პანამის წყნარი ოკეანის ნაპირთან აღმოაჩინეს მე-17 საუკუნის ესპანური გალეონი ოქროსა და ვერცხლის ზოდებით.
გემი ”სან ხოსე” 1631 წელს ჩაიძირა. მისი ტვირთის ღირებულება 50 მილიონ დოლარად ფასდება. გასულ წელს ქვეყნის ატლანტის ოკეანისპირა ნაპირთან არქეოლოგებმა სხვა ჩაძირული გალეონი იპოვეს. XVI-XVIII საუკუნეებში პანამა შუალედური პუნქტი იყო სამხრეთი ამერიკიდან ესპანეთში ოქროსა და ვერცხლის ტრანსპორტირებისთვის. პანამა საერთაშორისო სპონსორებთან აწარმოებს მოლაპარაკბებს ფსკერიდან გემების ამოსაღებად.
XS
SM
MD
LG