Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა საფრანგეთის


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა საფრანგეთის ხელისუფლებას შესთავაზა, მონაწილეობა მიიღოს

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა საფრანგეთის ხელისუფლებას შესთავაზა, მონაწილეობა მიიღოს
დღეს კარაჩიში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში. ტერაქტმა 12 ადამიანის, მათ შორის 10 ფრანგის სიცოცხლე იმსხვერლა. მუშარაფმა ქვეყნის ხელმძღვანელობის საგანგებო სხდომა ჩაატარა. საფრანგეთი კარაჩიში აგზავნის ექიმების ბრიგადას ტერაქტის შედეგად დაჭრილი კიდევ 12 თავისი მოქალაქის მკურნალობისა და შესაძლო ევაკუაციისთვის. როგორც ვარაუდობენ, პაკისტანში ჩავა თავდაცვის მინისტრი მიშელ აიო-მარი. საფრანგეთის გენერალური შტაბის უფრომა ჟან-პიერ კელშმა განაცხადა, რომ ტერაქტი შესაძლოა დაჯგუფება ”ალ-ყაიდის” მიერ იყო ორგანიზებული. მაგრამ მან აღნიშნა, რომ ჯერ ადრეა საბოლოო დასკვნების გამოტანა. დღეს დილით კარაჩიში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომობილი დაატაკა ავტობუსს, რომელშიც საფრანგეთის ფირმის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG