Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმის შედეგად


პაკისტანში თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმის შედეგად დაჭრილი 12 ფრანგი დღეს პარიზში ჩაიყვანეს.

პაკისტანში თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმის შედეგად დაჭრილი 12 ფრანგი დღეს პარიზში ჩაიყვანეს.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან პიერ რაფარენმა განაცხადა, თავდასხმა, რომელმაც 14 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მიმართული იყო ”ავღანეთში ტერორიმზთან ბრძროლაში მონაწილე ქვეყნების წინააღმდეგ”. ლაპარაკია გუშინდელ ტერაქტზე, როცა სამხრეთი პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში ბომბით დატვირთული მანქანა აფეთქდა ავტობუსთან, რომელშიც ფრანგი ინჟინრები იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 ფრანგი და 3 პაკისტანელი, მათ შორის თვითმკვლელი მოიერიშე. თავდასხმის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. მაგრამ პაკისტანის პოლიციამ დღეს გამოაცხადა, რომ წუხელ დააპატიმრა ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან” კავშირში ეჭვმიტანილი 23 მამაკაცი. დღეს კარაჩიში ჩავიდა საფარანგეთის თავდაცვის მინისტრი მიშელ ალიო-მარი გამოძიების შესამოწმებლად და დაჭრილების პარიზში გაფრენამდე, მათთან შესახვედრად. ფრანგი ინჟინრები მონაწილეობდნენ პაკისტანისათვის 2 წყალქვეშა ნავის მშენებლობაში და, აილო-მარის თქმით, ეს პროექტი არ გაუქმდება.
XS
SM
MD
LG