Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს ჩაატარებს


სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს ჩაატარებს იმ ნაწილებში, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორები “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში 2 000-მდე ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებენ.

სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს ჩაატარებს იმ ნაწილებში, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორები “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში 2 000-მდე ქართველ სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებენ.
პრაიმ-ნიუსს მოჰყავს სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ამ საკითხს ერთობლივად გააკონტროლებენ 16 არასამთავრობო ორგანიზაცია და ომბუდსმენის რწმუნებული სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის საკითხებში ნოდარ ეფრემიძე. “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა 30 აპრილს დაიწყო. საშტაბო სწავლებების შემდეგ, ივლის-აგვისტოში, საველე სწავლებები დაიწყება.
XS
SM
MD
LG